Saturday, April 8, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო- ,,რა იცი შენი სახელის შესახებ "

პროექტულმა სწავლებამ ბევრი  ინფორმაცია მომაწოდა და დამაფიქრა ამ პროექტის მნიშვნელობაზე. ვისწავლე ტექნოლოგიების გამოყენებით  პორტფოლიოს შექმნა...
21-ე საუკუნის უნარების გამოყენებით პროექტის დაგეგმვა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარა წინასწარ განმესაზღვრა მოსწავლეთა ცოდნა და წარმოდგენები მოცემული საკითხის ირგვლივ. სიღრმისეულად გავაანალიზე, რამდენად მნიშვნელოვანია  შეფასების რუბრიკა მოსწავლეებისათვის პროექტით სწავლისას.
დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს ასეთი საინტერესო და სიღრმისეული ახსნისათვის.

Sunday, April 2, 2017

მერვე დღე

დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ გეზის მიმცემ კითხვებს და კარგად გავიაზრეთ პროცედურების გაწერისას, რომელი კითხვა სად უნდა დაისვას.
შევქმენით რესურსი ფასილიტაციისათვის.
სასწავლო პროცედურების შევსებისათვის თითოეულ მოდულზე გავლილ თემებს კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი და გამოვყავით საჭირო ინფორმაციები.

Saturday, April 1, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- რუბრიკა



მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი  მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, აუცილებელია, დიფერენცირება გავაკეთოთ პროექტული სწავლებისას და შესაბამისი მითითებები მივცეთ სამივე მიმართულების მოსწავლეებს.შევქმენით ელექტრო სავარჯიშო.

Sunday, March 26, 2017

მეექვსე დღე






მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: მოსწავლის ნამუშევარი შევუფასეთ ერთმანეთს, რაც დამეხმარა კიდევ უფრო სიღრმისეულად გამეანალიზებინა რამდენად მნიშვნელოვანია შეფასების  რუბრიკა მოსწავლეებისათვის პროექტით სწავლებისას.
,,მონსტრების  გაცვლის" რუბრიკას მოვარგე ჩემი პროექტის მოსწავლის ნამუშევარი.

Saturday, March 25, 2017

მეხუთე დღე





ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ სასწავლო პროექტის შეფასებისას ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ მეც და მოსწავლეებმაც შეფასების რუბრიკები, რისი საშუალებითაც შევძლებთ კონსტრუქტიული უკუკავშირის მიცემას. ასევე მნიშვნელოვანია სასწავლო პროექტის შექმნისას საავტორო უფლებების დაცვა ვასწავლოთ მოსწავლეებს და რუბრიკის შევსება, სადაც მიუთითებენ მოძიებული მასალის საიტს, ავტორს.
პროექტზე მუშაობისას საინტერესოა სასარგებლო საიტების დამახსოვრება ბოკმარკში,საძიებო სისტემის დავიწროვება...


როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი დამეხმარება წინასწარ განვსაზღვრო მოსწავლეთა ცოდნა და წარმოდგენები მოცემული საკითხის ირგვლივ.

Sunday, March 19, 2017

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: მოსწავლეების შეფასების ინსტრუმენტად გამოვიყენებ ,,დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე"-ს მეთოდს, ხოლო ინსტრუმენტად-გეზის მიმცემ კითხვებს,
ასევე გამოვიყენებ ,,არაფორმალურ  დაკვირვებას",რაც საშუალებას მომცემს მთელი პროექტის განმავლობაში ვაწარმოო დაკვირვება მოსწავლეებზე.
  შევქმენი პრეზენტაცია...

მესამე დღე

დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია:
1. მიზნების განსაზღვრისათვის საგნის ინდიკატორებიდან ზმნების ამოწერა და ჩვენს პროექტზე მორგება;
2. 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარებზე ყურადღების გამახვილება და მათი გეგმაში ასახვა;
3. მიზნების განსაზღვრაში ბლუმის ტაქსონომიის მაღალი სააზროვნო უნარების  ზმნების გამოყენება;



ჩემთვის მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც დამეხმარება ჩემი პროექტის დაგეგმვაში.