ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ სასწავლო პროექტის შეფასებისას ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ მეც და მოსწავლეებმაც შეფასების რუბრიკები, რისი საშუალებითაც შევძლებთ კონსტრუქტიული უკუკავშირის მიცემას. ასევე მნიშვნელოვანია სასწავლო პროექტის შექმნისას საავტორო უფლებების დაცვა ვასწავლოთ მოსწავლეებს და რუბრიკის შევსება, სადაც მიუთითებენ მოძიებული მასალის საიტს, ავტორს.
პროექტზე მუშაობისას საინტერესოა სასარგებლო საიტების დამახსოვრება ბოკმარკში,საძიებო სისტემის დავიწროვება...
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი დამეხმარება წინასწარ განვსაზღვრო მოსწავლეთა ცოდნა და წარმოდგენები მოცემული საკითხის ირგვლივ.
შინაარსი კარგად გაქვს გაწერილი, სრულყოფილად გაქვს ჩამოყალიბებული მიმართულების მიმცემი კითხვები, მიზნის ჩამოყალიბებისას გაითვალისწინე ზედა დონის უნარ-ჩვევების გამომუშავების და დაუფლების საჭიროებები.
ReplyDeleteთეა, თქვენ მიერ დასმული კითხვები მოსწავლეებისგან მოითხოვს შინაარსობრივი შეკითხვებიდან ინფორმაციის გამოყენებას, რათა დეტალურად უპასუხონ თემატურ კითხვებს და კრიტიკულად იფიქრონ მთავარ შეკითხვებზე.ეს დაეხმარება მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებასა და თემის შემეცნებით აღქმაში.
ReplyDelete