Sunday, March 26, 2017

მეექვსე დღე






მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: მოსწავლის ნამუშევარი შევუფასეთ ერთმანეთს, რაც დამეხმარა კიდევ უფრო სიღრმისეულად გამეანალიზებინა რამდენად მნიშვნელოვანია შეფასების  რუბრიკა მოსწავლეებისათვის პროექტით სწავლებისას.
,,მონსტრების  გაცვლის" რუბრიკას მოვარგე ჩემი პროექტის მოსწავლის ნამუშევარი.

Saturday, March 25, 2017

მეხუთე დღე





ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ სასწავლო პროექტის შეფასებისას ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ მეც და მოსწავლეებმაც შეფასების რუბრიკები, რისი საშუალებითაც შევძლებთ კონსტრუქტიული უკუკავშირის მიცემას. ასევე მნიშვნელოვანია სასწავლო პროექტის შექმნისას საავტორო უფლებების დაცვა ვასწავლოთ მოსწავლეებს და რუბრიკის შევსება, სადაც მიუთითებენ მოძიებული მასალის საიტს, ავტორს.
პროექტზე მუშაობისას საინტერესოა სასარგებლო საიტების დამახსოვრება ბოკმარკში,საძიებო სისტემის დავიწროვება...


როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი დამეხმარება წინასწარ განვსაზღვრო მოსწავლეთა ცოდნა და წარმოდგენები მოცემული საკითხის ირგვლივ.

Sunday, March 19, 2017

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: მოსწავლეების შეფასების ინსტრუმენტად გამოვიყენებ ,,დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე"-ს მეთოდს, ხოლო ინსტრუმენტად-გეზის მიმცემ კითხვებს,
ასევე გამოვიყენებ ,,არაფორმალურ  დაკვირვებას",რაც საშუალებას მომცემს მთელი პროექტის განმავლობაში ვაწარმოო დაკვირვება მოსწავლეებზე.
  შევქმენი პრეზენტაცია...

მესამე დღე

დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია:
1. მიზნების განსაზღვრისათვის საგნის ინდიკატორებიდან ზმნების ამოწერა და ჩვენს პროექტზე მორგება;
2. 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარებზე ყურადღების გამახვილება და მათი გეგმაში ასახვა;
3. მიზნების განსაზღვრაში ბლუმის ტაქსონომიის მაღალი სააზროვნო უნარების  ზმნების გამოყენება;



ჩემთვის მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც დამეხმარება ჩემი პროექტის დაგეგმვაში.

Sunday, March 12, 2017

მეორე დღე


ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.ტექნოლოგიებს გამოვიყენებ  პროექტის დაგეგმვაში, პორტფოლიოს შექმნაში. ისე დავგეგმავ პროექტს რომ მოსწავლეებს  განუვითარდეთ 21-ე საუკუნის საწყისი უნარ-ჩვევები. დავამზადე პუბლიკაცია სამიზნე ჯგუფისათვის.ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ვფიქრობ ძალიან დამეხმარება,როგორც ტექნოლოგიებს გამოყენებაში,ასევე სასკოლო პროექტების დაგეგმვაში.

Saturday, March 11, 2017

პირველი დღე

დღევანდელი ტრენინგი  მნიშვნელოვანი იყო,იმით რომ გავეცანი ,,პროექტით სწავლებას",ასევე ვნახე და გავეცანი მზა პროექტებს  და რესურსებს.


ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბლოგის შექმნა.
საჭირო საიტების გაცნობა.